1
|
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა-
ფშაველა ,, ია ‘’ II თავი
|
2
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული
ენა და ლიტერატურა/მანანა შაინიძე
|
3
|
სწავლების საფეხური
და კლასი
|
დაწყებითი
კლასი/V კლასი
|
4
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე/1
სსსმ
|
5
|
გაკვეთილის მიზანი
და განმავითარებელი უნარები
|
·
მოსწავლეებმა მოახერხონ ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება ცნების
რუკის გამოყენებით;
·
წასაკითხი ტექსტისა და თემის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება;
·
მოსწავლეთა
წინარე ცოდნის გააქტიურება;
·
შეძლონ წაკითხული ტექსტის
გაგება-გააზრება მონიშვნებით;
·
გაიმდიდრონ
საბუნებისმეტყველო და ზოგადი
ლექსიკური მარაგი;
·
მიღებული
ინფორმაცია და ცოდნა
გამოიყენონ ზეპირ თუ წერით აქტივობებში;
·
ტექსტის გააზრებისათვის შეკითხვების
დასმა, მონაკვეთების შეჯამება;
·
ტექსტის შინაარსის დაკავშირება
პირად გამოცდილებასთან და სხვა ტექსტებთან;
·
ტექსტის შინაარსისადმი საკუთარი
დამოკიდებულების ჩამოყალიბება წერილობით;
·
ტექსტის მთავარი იდეის
განსაზღვრა.
განსავითარებელი
უნარები:
·
ფაქტებისა
და მოვლენების ინტერპრეტაცია;
·
თვალსაჩინოების შექმნა გამოყენება;
·
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
·
პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხების კავშირის
დადგენა;
·
ჯგუფში მუშაობა-თანამშრომლობა;
·
პრეზენტაციის ორატორობის უნარი;
·
თვითშეფასება, ურთიერთშეფასება.
|
6
|
ესგ -ით მისაღწევი
შედეგები/ ინდიკატორები
|
ზეპირმეტყველება . ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი
სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური
და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული
ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
კითხვა . ქართ. V. 6. მოსწავლეს გამომუშავებული
აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.
ქართ. V. 7. მოსწავლეს შეუძლია მისთვის საიტერესო
თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების
(საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი სტატიების,
სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება.
ქართ. V. 9. მოსწავლეს აქვს წაკითხული
მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
წერა . ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ტექსტების დამოუკიდებლად
შექმნა.
|
7
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები იცნობენ ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიულ
შტრიხებს, ზოგად ინფორმაციას იას
შესახებ.
|
8
|
შეფასება
|
განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ზეპირმეტყველებაზე, კითხვაზე, ქცევაზე, აქტიურობაზე;
განმსაზღვრელი- მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის დონის დადგენა.
|
9
|
საგანმანათლებლო
რესურსი და გამოყენებული ლიტერატურა
|
ტექნიკა-ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,
ციფრული ვიდეკამერა, ფოტოილუსტრაციები, ფორმატები, თაბახის
ფურცლები, ჭიკარტები, ცარცი, დაფა.
სახელმძღვანელო- ქართული ენა და ლიტერატურა ნინო გორდელაძე,
თინათინ კუხიანიძე 5კლ.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2015წ .
|
10
|
გაკვეთილის მსვლელობა,
მეთოდები, საკლასო მენეჯმენტი და დრო
|
გაკვეთილის
ხანგრძლივობა - 45 წთ.
(გაკვეთილის თემა და მიზნები დაფიქსირებულია ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო
ადგილას).
კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 4 ჯგუფად; თითოეულ ჯგუფში
5 მოსწავლეა.
A ფაზა( გამოწვევა )
მოსწავლეთა პროვოცირება, გამოწვევა და მოტივაციის ამაღლება: მათ მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა, მოძიებული ლექსებისა
და ინფორმაციის წაკითხვა. (3წთ.)
აქტივობა 1. ჩამოთვლა, დაწყვილება, გაზიარება; მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები, სადაც უნდა
ჩამოწერონ ის ძირითადი საკითხები რაზეც მოთხრობის I თავში
იყო საუბარი, გაუზიარონ მეწყვილეს და იმსჯელონ მსგავსებისა და განსხვავების შესახებ.
(5 წთ.)
აქტივობა 2. ცნების
რუკა . მოსწავლეებმა მასწავლებლის
დახმარებით მოახერხონ ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება ცნების
რუკის გამოყენებით; (10 წთ.)
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)
აქტივობა 3. მოსწავლეთა
წასაკითხი ტექსტისა და თემის მიმართ ინტერესის
გაღვივების მიზნით დამატებითი თვალსაჩინოების (ფოტოილუსტრაციების) ჩვენება.
მოსწავლეები გააქტიურებენ წინარე ცოდნას, გამოთქვამენ ვარაუდებს, დასვამენ
შეკითხვებს, ჩამოაყალიბებენ მოლოდინებს.
(3 წთ.)
აქტივობა 4. ტექსტის წაკითხვა მონიშვნებით. ( V- მსგავსი, უკვე ნაცნობი;
O-ახალი; ! - საინტერესო; ? -გაუგებარი);
(ვარაუდების გადამოწმება, შეკითხვების დასმა და
პასუხების ძიება, შეჯამება, ვიზუალიზაცია, დასკვნების გამოტანა, ჩანაწერების გაკეთება, სქემის შევსება (10 წთ.)
C ფაზა (გამთლიანება
)
აქტივობა 6. აქტივობის ბარათების გამოყენება; ტექსტის
შინაარსის დაკავშირება პირად
გამოცდილებასთან და სხვა
ტექსტებთან.
ტექსტის შინაარსისადმი საკუთარი
დამოკიდებულების ჩამოყალიბება წერილობით;
ტექსტის მთავარი
იდეის განსაზღვრა.(9 წთ.)
საშინაო დავალება:
დაწერონ თხზულება:
,,თანაგრძნობა’’
შეფასება: (2 წთ)
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment