სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:
დანაშაული და სასჯელი

2.მთავარი იდეა თემა 1–2 წინადადებით:
შეიძლება თუ არა ყველაფრის პატიება ადამიანისთვის.

3.პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები იმსჯელებენ ადამიანის ზნეობაზე,პატიებისა და სასჯელის ფორმებზე.გაიხსენებენ ამ თემასთან დაკავშირებულ მხატვრულ ნაწარმოებებს.

4.პროექტის მიზნები

მიღებული ცოდნის გამოყენების, არგუმენტაციის, მსჯელობის უნარის გამომუშავება.სხვათა მოსაზრებების მოსმენა,გაანალიზება.დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.

5.მონაწილეთა ასაკი:
15-16 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი კვირა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო მასალას,მიეჩვევიან საპირისპირო აზრის მოსმენას, გამოიმუშავებენ არგუმენტაციის,დისკუსიის და პროექტზე მუშაობის უნარჩვევებს.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სასკოლო სახელმძღვანელო,აუდიოვიდეო მასალა.

9. პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებ შეარჩიეს თემა,,დანაშაული და სასჯელი'' დაისვა შეკითხვები:
·         რატომ იღებს ბათუ საკუთარ თავზე საფარის სურვილის ასრულებას და რამდენად გამართლებულია ეს?
·         რატომ არ კლავს ბათუ საფარს?
·         პატიებაა ეს თუ სხვა რამ?
·         რატომ მოიქცა ასე მოძღვარი?
·         ვინ დასაჯა მან,საკუთარი თავი თუ საფარი?
·         პატიებაა ეს თუ სხვა რამ?
·         რა უფრო დიდი სასჯელია იქნებოდა საფარისთვის სიკვდილი თუ სიცოცხლე?

კლასს დავყოფ ჯგუფებად,თითოეულს მივცემ თემებს:

1. ბათუზნეობრივად მაღალი ადამიანი თუ დამნაშავე?
2. ცოდვა და სინდისი?
3. ჰაჯიუსუბი, ხევისბერი გოჩა და მატეო ფალკონე.
4. დანაშაული, სასჯელი და დღევანდელობა.

ნაწილი მოსწავლეებისა მოიძიებს მასალას სასჯელის ფორმები ძველ საქართველოში, ხალხურ გადმოცემებში., ლიტერატურაში.
ნაწილიდღევანდელი მართმსაჯულების კანონების შესახებ.მოამზადებენ ამონარიდებს სახარებიდან, ვეფხისტყაოსნიდან.''
გაუშვებენ ფილმს ,,აკაკის აკვანი".


10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

კავშირი ისტორიასთანსამართალი ძველ საქართველოში'
სამართალმცოდნეობასთანმართლმსაჯულება და დღევანდელი კანონები

ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.  

პროექტის ხელმძღვანელი: მანანა შაინიძე


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  shainidzemanana@gmail.com

No comments:

Post a Comment